საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძეს ბოლო დეკლარაცია, მიმდინარე წლის 6 იანვარს აქვს შევსებული.
დეკლარაციის თანახმად, მინისტრი უძრავი ქონების სახით, ბათუმში 88 კვ.მ ფართობის ბინას ფლობს.
მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი BMW X5.
რაც შეეხება სანიკიძის საბანკო ანგარიშებს, მას "თი–ბი–სი ბანკი" სადებეტო ანგარიშზე 10 470.00 დოლარი ერიცხება, ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე კი 7 600.00 ლარი.
ამავე ბანკში აქვს მინისტრს 7 600.00 ლარის ოდენობის სესხიც (გასავლი 48.64 ლარი).
გასავლის გრაფაში თამარ სანიკიძეს 2 000 ლარი აქვს მითითებული, რომელიც რესტორნის ხარჯს წარმოადგენს.
მინისტრს სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შემოსავალის სახით მიღებული აქვს 81 250.00 ლარი.
რაც შეეხება სანიკიძის მეუღლე დავით ბარძიმაშვილს, ის მცხეთაში 1 000.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს.
მის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომობილი Nissan Patrol და Toyota Landcruiser.
დავით ბარძიმაშვილის საბანკო ანგარიშები კი ასე გამოიყურება: "თიბისი ბანკი" სადებეტო 6 210.00 ლარი, "საქართველოს ბანკი" სახელფასო 2 332.00 ლარი. ნაღდი ფულის სახით ის 28 000.00 ლარს ფლობს.
ბარძიმაშვილმა შპს საქგაზპროექტის დირექტორობიდან, წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, შემოსავალის სახით 38 387.50 ლარი მიიღო.
ის იკავებდა სს საქორგგაზში დირექტორის მოადგილის პოზიციას, საიდანაც ერთი წლის განმავლობაში შემოსავლის სახით 71 143.47 ლარი აქვს მიღებული.
გრაფაში – წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან/და გასავალი, რომლის ოდენობა (ღირებულება) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს, მინისტრის მეუღლეს მითითებული აქვს, რომ სწავლის გადასახადის სახით მისმა გასავალმა 5 800.00 ლარი შეადგინა, ხოლო ავტომობილის გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა 18 000.00 დოლარი.