"ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურაში შექმნილი საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გაასაჯაროვა მონაცემები იმ იურისტების დაფინანსების შესახებ, რომლებიც საქართველოში ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობისთვის ჩამოიყვანეს.
დეპუტატის მონაცემებით, ეს იურისტები ბიუჯეტიდან სოლიდურ დაფინანსებას იღებენ.
"ეს ადამიანები არიან არა კვალიფიციური და დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც თავის დამოუკიდებელ და ობიექტურ აზრს დადებენ საქართველოში მართლმსაჯულების პროცესთან დაკავშირებით, არამედ ჩვეულებრივი დაქირავებული პროკურორები. ამ ადამიანების შენახვა სახელმწიფოს უჯდება დაახლოებით 1 მილიონი ლარი. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ხუშტურის შესასრულებლად იყიდა ეს პროკურორები," – განაცახდა ბრიფინგზე ნადირაშვილმა.