ამგვარად პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"ჩვენმა მთავრობამ, რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა – ადეიშვილიც მივეცით პასუხისგებაში და ყველა ის დამნაშავეც, რომლებმაც წლების განმავლობაში შექმნეს დანაშაულებრივი სისტემა", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი განმარტებით, ინტერპოლმა თავის დროზე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მასალა გაიზიარა.
"თუ ინტერპოლს აქვს რაიმე ახალი პოლიტიკა და ეს მათი გადაწყვეტილებაა, ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მეთაურის პოზიცია რატომ უნდა იყოს საინტერესო? ჩვენმა მთავრობამ, რაც გასაკეთებელი იყო ყველაფერი გააკეთა – ადეიშვილიც მივეცით პასუხისგებაში და ყველა ის დამნაშავეც, რომელმაც წლების განმავლობაში შექმნეს დანაშაულებრივი სისტემა. ციხეში სხედან მერაბიშვილიც, ახალაიაც და სხვებიც, რომლებმაც წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას დიდი სირთულეები შეუქმნეს. ასე რომ, თუ ინტერპოლის პოლიტიკა არის შეცვლილი, ეს მათი საქმეა. ამაზე შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განცხადებას", _ აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილის ძებნა შეწყვიტა.