შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოპერატორი დავით ნაცვალაძე, რამდენიმე დღის წინ, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
"სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წამოვედი" – გვითხრა ნაცვალაძემ.
თანამდებობის დატოვების მიზეზი, არაოფიციალურად, ნაცვალაძის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა სახელდება. ის გარკვეული წლები ჯერ გურიის გუბერნიაში მუშაობდა. 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად შექმნილ იმ მედია ჯგუფის ოპერატორი იყო, რომელსაც "ალისტრახოები" შეარქვეს. ისინი 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ. იყვნენ ყველგან, სადაც ჟურნალისტები მუშაობდნენ.
"ალისტრახოების" დასაქმებაზე "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე იზრუნა.
"რეალ -tv " – ოპერატორი დავით ნაცვალაძე შსს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში ოპერატორად გურიის პოლიციის ყოფილმა შეფმა, რომელიც დღეს საპატრულო პოლიციის გურიის სამმართველოს უფროსის დავით ჭანტურიას მოადგილეა, გოჩა ფერსაშვილმა დანიშნა.
გათავისუფლებული დავით ნაცვალაძე, "გურია ნიუსთან" "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებისა და "რეალ -tv " -ზე მუშაობის გამო განთავისუფლებას უარყოფს და აღნიშნავს, რომ მან სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
"მე არავის კადრი არ ვარ, მე პირდაპირ სამინისტროს კაცი ვიყავი, "რეალ -tv" – რამდენიმე თვე ვმუშაობდი" – გვითხრა ნაცვალაძემ.
ამავე თემაზე: მე-9 არხის ჟურნალისტზე "მიმაგრებული", "რეალ ტვ"-ს გოგონა ნაპოვნია