ჩოხატაურში, ერთადერთი კეთილმოწყობილ სუპერმარკეტ “მარულაში” ცეცხლი გამთენიისას გაჩნდა. როგორც გვითხრეს, ხანძრის სავარაუდო მიზეზი მაცივარი გახდა, რომლის ძრავსაც ცეცხლი გაუჩნდა.
ჯერჯერობით, უცნობია ზარალის ზუსტი რაოდენობა. სუპერმარკეტის თანამშრომლების თქმით, მაღაზიაში არსებული საქონლის უმეტესობა დამწვარია.