"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღთურია ცე ჰეპატიტის მკურნალობის თემას სოციალური ქსელით ეხმაურება და მას, "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამას – "ღიმილიანი საქართველო" ადარებს.
"ყურადღებით მეგობრებო! მიშას წინასაარჩევნო პროექტი "ღიმილიანი საქართველო" გახსოვთ არა ?
ხალხს საარჩევნოდ კბილები რომ დააძვრეს ახალს ჩაგისვამთო და მერე რომ გადააგდეს და დატოვეს უკბილოდ. ჰოდა ახლა, დიდი ხმაურის შემდეგ აღმოჩნდა რომ ცე ჰეპატიტის პროგრამით "პირველ ეტაპზე" ისარგებლებს მხოლოდ 5 000 პაციენტიო. დანარჩენი მერეო …
ჰოდა ახლა 2015 წელია, ეს მერე არის 2016 წელი და 2016-ში კიდევ არჩევნებია … რაც თქვენ არჩევნების მერე გადაგდების გამოცდილება გაქვთ, მიხვდით ალბათ, არა ? …
ეგ არჩევნების მერე კი იცით ტარიფების განახევრებასავით რომ იქნება … ჰოდა მოითხოვეთ არჩევნებამდე … გასაგებია არა ?", _ წერს ბაღათურია.