"post-ალიონის" და გაზეთ „გურია ნიუსის" ერთობლივი პროექტი "აირჩიე დემოკრატია!" დასრულდა. პროექტი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით გახორციელდა. პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია ჩოხატაურის ოფისში დღეს გაიმართა.
პროექტის დირექტორმა ია მამალაძემ პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს გაწეული სამუშაოს ანგარიში ჩააბარა და მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მსგავსი პროექტების აუცილებლობაზე ისაუბრეს სტუმრებმაც, პროექტის ფარგლებში მომზადებული გადაცემების რესპონდენტებმაც ისაუბრეს.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ პროექტი ფარგლებში მომზადებული საგაზეთო ჩანართები, ფოტოები და ვიდეორგოლები კიდევ ერთხელ ენახათ.