ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, დათა ახალაიას თემის ექსტრადირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
"რა არგუმენტებით იხელმძღვანელეს გადაწყვეტილების მიღებისას, მე არ შემიძლია ვთქვა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ საბერძნეთში ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე, როდესაც ქართულმა სასამართლომ პირს მიუსაჯა უვადო პატიმრობა მძიმე დანაშაულისთვის, ეს იყო სააკაშვილის პერიოდში, საბერძნეთის სასამართლომ მაშინაც არავითარი ზომა არ მიიღო და არ განახორციელა ექსტრადირება. ვერ ვიტყვი რამდენად სამართლიანია საბერძნეთის სასამართლო, თუმცა შესაძლოა არაა სასამართლო კორუფციისგან თავისუფალი. საქართველოს პროკურატურამ ყველაფერი წარუდგინა და არავითარი პრობლემა ქართულ მხარეს არ აქვს", – აღნიშნა მანანა კობახიძემ.