დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობა დაეთანხმა 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანას. ბიუჯეტი 16 მილიონი ლარით გაიზარდა.
თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარისჯაბა სამუშიას განცხადებით, ბიუჯეტი ფონდი "ქართუს" მიერ გამოყოფილი 10 მილიონი ლარის გრანტით იზრდება.
მისივე თქმით, ეს თანხა 2015 წელს ახალგაზრდული ოლიმპიადის ფარგლებში ჩასატარებელ ღონისძიებებს მოხმარდება. კერძოდ, მისივე თქმით, 10 მილიონიდან დაახლოებით 5 მილიონი ლარი გათვალისწინებულია თბილისის ზღვის მიმდებარედ, საგზაო ინფრასტრუქტურების მოწესრიგებისათვის, რომლითაც ისარგებლებენ ოლიმპიურ სოფელში მცხოვრები სპორტსმენები.
როგორც სამუშია განმარტავს, 10 მილიონიდან დანარჩენი ხარჯებიც გათვლილია, თუ როგორ მოხდება მათი დახარჯვა.
მისივე თქმით, 16 მილიონი ლარიდან 6 მილიონი ლარი მოხმარდება "დინამო არენას" რეაბილიტაციას, რადგან სტადიონის ტრიბუნების ნაწილი ავარიულ მდგომარეობაში იყო და ამისთვის ხელისუფლებამ 6 მილიონი ლარი გამოყო.
ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხს მხარი სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა არ დაუჭირეს.
დღეს მიღებულ ცვლილებამდე თბილისის ბიუჯეტი 869 მილიონი ლარი იყო.