რამდენიმე დღის წინ ცნობილი ამერიკელი მსახიობი პამელა ანდერსონი მორიგ არასასურველ ისტორიაში გახვეული აღმოჩნდა.
47 წლის ქალბატონი ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკში მიფრინავდა.
თვითმფრინავმა დანიშნულების ადგილს დროულად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიაღწია. მის ბორტზე არც მუსულმანი ტერორისტები შეუმჩნევიათ და პამელაზე თავდასხმა და მძევლად აყვანაც აზრად არავის მოსვლია.
მსახიობმა ავიალაინერის დატოვებაზე უარი თავად განაცხადა, რადგან… მაკიაჟი არ ჰქონდა დასრულებული.
საბრალო პილოტები და სტიუარდესები საათნახევარი ელოდნენ ჭირვეულ მზეთუნახავს, როდის ინებებდა იქაურობის დატოვებას. პამელამ ამ ხნის განმავლობაში მაკიაჟის სამიოდე ვარიანტი მოსინჯა და ვარცხნილობაც ხუთჯერ შეიცვალა.