"ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს, თამარ ფირცხალაიშვილის სახით, რომელიც საკმაოდ გამოცდილი და პროფესიონალი კადრია"- ეს ინფორმაცია დღეს საკრებულოს სხდომაზე, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ გააჟღერა.
თამარ ფირცხალაიშვილი პროფესიით იურისტია და იგი მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ სამსახურში 2006 წლიდან იყო დასაქმებული. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კი გამგებლის ერთ-ერთი მრჩევლის პოსტს იკავებდა.
რაც შეეხება სოციალური სამსახურის უკვე ყოფილ უფროსს, მარინა კეიდიას, ჩვენი ინფორმაციით, იგი შვებულებაში, როგორც ამას გუშინ თავად გამგებელიც ამბობდა, აღარ გასულა, ამიერიდან ფირცხალაიშვილის ნაცვლად გამგებლის მრჩევლი კეიდია იქნება.