ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით სამთავრობო ცვლილებები, ჩვეულებრივი მუშა პროცესია"
"ეს პროცესი პროცესებმა განაპირობა და ნორმალურია, ეს ჩვეულებრივი მუშა პროცესია. ძალიან კარგი განცხადებები გაკეთდა, კითხვები არ ისმის, მაგრამ ოპოზიციის ნაწილი ამას სხვა კუთხით განიხილავს.
აქ სადაა კითხვები არ ვიცი, ინსინუაციები არ ჭირდება იმას, როდესაც პრემიერი გამოდის და აცხადებს, რომ შავლიაშვილმა 107%-ით შეასრულა გეგმა და წარმატებული მინისტრი იყო.
გარდა ჭორებისა, რაც შავლიაშვილის ირგვლივაა, სხვა არაფერი არ არის", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ინრასტრუქტურის სამინისტროს ირგვილვ "ჭორაობის გარდა არაფერი ისმის".
ივანიშვილმა ხოკრიშვილის მუშაობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ იგი მისთვის "ყველაზე სიმპათიური მინისტრი იყო":
მისივე თქმით, ეს რომ ევროპაში მომხდარიყო, კითხვები არ იქნებოდა.