"მე რატომ უნდა დავბრუნდე? ჩემი დაბრუნების მიზეზი არ არის" _ ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვას აპირებს თუ არა მთავრობაში დაბრუნებას.
ივანიშვილის თქმით, ახალი სამთავრობო გუნდისთვის საჭირო ხმების მიღება პრობლემა არ იქნება.
_ ვფიქრობ, კითხვა არ ისმის, რომ მთავრობა ნდობას მიიღებს, რამეთუ გუნდს პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს. ხმების პრობლემა არ არსებობს. შიდა დაპირისპირებაზე მე არაფერი გამიგია. ვფიქრობ, რომ არავითარი პრობლემა არ იქნება მთავრობის დამტკიცების, _ განაცხადა ივანიშვილმა.