https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მოსახლეობის პრობლემები ღია კარის დღეზე და “ლეიბორისტული პარტიის” წევრის საყვედური ადგილობრივ მთავრობას

14:04; 30.04.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატით, ღია კარის დღე პირველად ჩატარდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ორი საათის განმავლობაში ისმენდნენ მოსახლეობის პრობლემებს.

გურიანთელი, გური არობელიძის თქმით, სოფლის მეურნეობაში ბოლო სამ წელიწადში ბევრი სიახლე იყო, მაგრამ ბოლო დროს საყანე ფართობში თესვის პროცესი გაძვირდა და ამ საკითხის გადაჭრა ხელისუფლებას სთხოვა.

"გაზაფხულია ახლა და ყანები უნდა დაითესოს. აგრონომი კაცი ვარ და ყანას ყოველთვის ვთესავდი. 5 მაისისთვის ინფორმაცია უნდა მიგვეწოდებინა გამგეობისთვის, რომ ეს პროცესი დამთავრებულია, მაგრამ დახნული არ არის ერთი ფართობი, ტრაქტორები არის "გაბარბარებულია" ჩაივლით მერიის გზაზე და ნახავთ. კაცმა არ იცის რა აკეთებენ. ვაუჩერები დაარიგეს ყანების დასახნავად, მაგრამ დათესვა ხომ უნდა? ამის საშუალება კი ხალხს არ აქვს. დახნულ ფართობზე ითხოვენ, რომ 20 ლარი მოგვეცითო, რით მივცეთ?, ვიცი, მთავრობა აკეთებს და კარგი პროექტებია სოფლის მეურნეობაში, მაგრამ ისინი ვინ არის, ვინც 20 ლარს ითხოვენ დათესვაში? გასულ წელს 8-9-10 ლარად ვთესავდით". _ თქვა გური არობელიძემ.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ამ საკითხით ისინი დაინტერესდებიან. ასევე ითქვა ის, რომ პროექტის ფარგლებში მხოლოდ საყანე ფართობის ხვნის საკითხი არის გადაჭრილი.

მანანა ღაჟონია, სოფელი დვაბზუში ცხოვრობს: პრობლემები ძალიან ბევრია სოფელში, მაგრამ ყველაზე მეტად, რაც გულისტკივილით მინდა გითხრათ და მოგმართოთ, ეს არის დასუფთავების პრობლემა. მე ვცხოვრობ ცენტრალურ ქუჩაზე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების პრობლემა გვაქვს, ყოფილი პროფილაქტიკა, რომ იყო იმ ტერიტორიაზე, სხვა უბნებიდან მოაქვთ კიდევ ნარჩენები და ძალიან მძიმე სიტუაციაა. ყოფილი საბურავეების ქარხანის ტერიტორიაზეც მსგავსი სიტუაციაა, ჩვენ თხოვნა არის დაგვეხმაროთ სანაგვე ურნების დადგმაში.

ნათია ნინიძე მარტოხელა დედაა და მხოლოდ ერთი საკითხის გადაჭრა სურს.

"ვზრდი ერთ შვილს, ოთხი წლის არის. ვცხოვრობ მშობლების პენსიაზე. როგორც კი გაწვიმდება სახლში ჩამოდის წყალი და არანაირი რესურსი არ გვაქვს იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. პირველად ვარ და არავისთვის არ მითქვამს ჩემი პრობლემისთვის".
ლენა კაცაძე, სოფელი ნაგომარი:  სახლში ექვსი სული ვცხოვრობთ, არ მყავს მეუღლე, შვილს კი ჯანმრთელობის კუთხით პრობლემები აქვს, წამლის ფული ჩვენ არ გვაქვს და პროდუქტებს ძლივს ვყიდულობთ. ორ ოთახში ვცხოვრობთ ექვსი სული… მხოლოდ სოციალური დახმარების იმედზე ვართ. როგორ სახითაც შეგიძლიათ იმ სახით დამეხმარეთ. დღეს მოვედი და ვთქვი ჩემი  პრობლემის შესახებ. სახლი გაბზარულია, ყოველთვის მეშინია არ დაინგრეს.

ქეთევან დარჩია, სოფელი ოზურგეთი: სოფელ ოზურგეთში ვცხოვრობ, ცენტრში. ექვსი ოჯახი არის გაზის გარეშე დარჩენილი, გეგმაში ვერ მოვხვდით. ერთი წლის წინ, "სოკარში" მოგვილოცეს, რომ გეგმაში მოგხვდითო და მოგვარდება ეს პრობლემაო. ერთი წელი გავიდა და ამ დრომდე არ მოხერხდა ამ პრობლემის მოგვარება. ძალიან გთხოვთ მოგვაქციოთ ყურადღება, ვერ ვხვდებით რა ხდება და რატომ გვატყუბენ.

ღია კარის დღის დასასრულს "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა, ქალაქ ოზურგეთის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატმა, ნათია შარაშენიძემ ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ "ღია კარის დღეზე", საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელობა უყურადღებობაში დაადანაშაულა.

ნათია შარაშნიძემ მუნიციპალიტეტი სოფელ მელექედურში მცხოვრები ფარეხაშვილების ოჯახის მიმართ უმოქმედობაში დაადანაშაულა. როგორც შარაშენიძემ აღნიშნა, მშენებელმა კომპანიამ, რომელმაც მელექერდურში გზა გაიყვანა, ფარეხაშვილების მიმდებარე ტერიტორიაზე არ გაჭრა წყლის გამტარი არხი, რის გამოც მათი ეზო უამინდობის დროს იტბორება, სახლში შედის წყალი და ეს პრობლემა არის მოსაგვარებელია.

"თქვენ აქ მადლობების მოსასმენად შეიკრიბეთ? კანონების და კოდექსის მოსასმენად მე არ მოვსულვარ და არ მაინტერესებს, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ფარეხაშვილების ოჯახის პრობლემა დროულად მოაგვაროთ. მე არ მომწონს თქვენი ინიციატივა. ნაცვლად იმისა, რომ თქვენ თითოეული მათგანი სოფელში წასულიყავით, ადამიანები გაზაფხულზე მოწყვიტეთ ხვნას, დათესვას და მოგყავთ ადმინისტრაციულ შენობაში. ასე გააგრძელეთ…"

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, სამშენებლო კომპანია "მარგინმა" გზა  მელექედურში გასულ წელს გაიყვანა. დღეს ეს კომპანია აღარ არსებობს, თუმცა თავის დროზე, გამგეობის ინფრასტრუქტურის თანამშრომლებმა ფარეხაშვილებს არხის გასაჭრელად ნებართვა სთხოვეს, რისი უფლებაც ოჯახმა მათ ყანის გაფუჭების მიზეზით არ მისცა. აღნიშნული პრობლემის მოგვარებას კი ოჯახი დღეს ითხოვს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი კვერღელიძე ნათია შარაშენიძეს "გურია ნიუსის" საშუალებით პასუხობს:

"ჩვენთვის მთავარი პრინციპია საჯაროობა, უშუალო და ღია კავშირი მოსახლეობასთან, რომლის დასტურიც "ღია კარის სხდომაც" გახლდათ. გულწრფელად ვწუხვარ, რომ დღეს კოლეგამ მეზობელი მუნიციპალიტეტიდან, ნათია შარაშენიძემ,  რომელმაც პროცედურების დარღვევითა და ჩვენი კეთილგანწყობით ისარგებლა,  ცხადად დაადასტურა, რომ იგი მოსახლეობის მნიშვნელოვან და ღირებულ ინტერესებს უგულვებელყოფს. ეს   ქალბატონი,  დღეს წარმოჩინდა, როგორც  არაკომპეტენტურობის საფუძველზე შერჩეული დეპუტატი, რომელსაც ელემენტარული ცოდნა არ გააჩნია თვითმართველობის საკითხებზე, საკრებულოს რეგლამენტზე.  ამ შეხვედრაზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერის სანაცვლოდ, მისი  შეუსაბამო, კონტექსტიდან ამოვარდნილი განცხადებებით,  საკუთარი თავის ლუსტრირება მოახდინა. ვურჩევ ხელშეშლის ნაცვლად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ამ წამოწყებას მხარდაჭერა გამოუცხადოს". –  თქვა  დიმიტრი კვერღელიძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის თქმით, ღია კარის დღე არის კარგი ინიციატივა.

"ჩვენ მოსახლეობასთან შეხვედრებს ვმართავთ ყოველ დღე, მაგრამ ამ ფორმატით  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით პირველად შევხვდით. ვიმედოვნებ, რომ ეს პროექტი გაგრძელდება. ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით ჩართულები იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელიც მოსახლეობას უდგას. არცერთი პრობლემა არ დარჩება გადაუჭრელი.

ჩვენი ვალდებულებაა ხალხთან მივიდეთ, მაგრამ კარგია, როდესაც ღია კარის დღის ფორმატით მოხდა მსგავსი ტიპის შეხვედრა. ნამდვილად ვერ დავენთახმები ნათია შარაშენიძის  გამოსვლას. ჩვენთან მოვიდა მოსახლეობა, რომელსაც უნდოდა ჩვენთვის თავისი პრობლემების შესახებ ესაუბრა და ამ ყველაფერს ნამდვილად ექნება შედეგი. მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ შეხვედრას და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი პრობლემის შესახებ ისაუბრა მოსახლეობამ, რომელიც უნდა გამოვასწოროთ და აუცილებლად მოხდება ეს შეძლებისდაგვარად. იყო რამდენიმე ადამიანი, რომელმაც თქვა სამადლობელი ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ და ამაში რატომ დაინახა პრობლემა ნათია შარაშენიძემ ვერ ვხვდები", – გვითხრა მერაბ ჭანუყვაძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ოზურგეთის რომელ საჯარო სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

21:45; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14 სექტემბერი, 2026

კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი მშენებლობაზე: “არაფერი არ ვიცი, აგერ გვერდზე გოჭებს ვწვავ“

სოციალური სამსახურის უფროსი მარინა კეიდია, თამარ ფირცხალაიშვილმა ჩაანაცვლა

ყველა სიახლე

მსოფლიო

Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

23:16; 14.09.2026
სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნოკოლოზ გოგია

22:09; 14.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთის რომელ საჯარო სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

21:45; 14.09.2026
საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14.09.2026
სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14.09.2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026
პოლიტიკა

გელა გელაძე – პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

12:42; 14.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო