თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის შესაძლო დანიშვნას თავად უმრავლესობის დეპუტატი არც უარყოფს და არც ადასტურებს.
როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკაში მოულოდნელი არაფერია და მთავრობასთან კონსულტაციები ბევრ სხვადასხვა საკითხზე მიმდინარეობს.
"როგორც უკვე განვაცხადე, მთავრობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს ბევრ სხვადასხვა საკითხზე. დანარჩენს თავად პრემიერი გადაწყვეტს და იტყვის. როდესაც პოლიტიკაში ხარ, მოულოდნელი არაფერია", _ განაცხადა ხიდაშელმა. თუმცა, მას სკითხვაზე – არის თუ არა წინააღმდეგი დავით უსუფაშვილი მის თავდაცვის მინიტრად დანიშვნის თაობაზე, ხიდაშელს კომენტარი არ გაუკეთებია.
თავდაცვის მოქმედი მინისტრის მინდია ჯანელიძის შესაძლო გათავისუფლებასა და მის პოსტზე თინა ხიდაშელის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა.