ირინა სარიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლის, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად შესაძლო დანიშნვას ეხმაურება.
"რესპუბლიკელების ხმებს ოქროს ფასი დაედო! პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლის მიმართ ღარიბაშვილის ტკბილ და სათუთ დამოკიდებულებაზე ცოტა მოგვიანებით, ეხლა მე იმის შეხსენება მინდა ყველასთვის, რატომ დაუპირისპირდნენ თავის დროზე ცოლ–ქმარი ხიდაშელები (გვარი არ შემშლია, ეს ასეა) მიშა სააკაშვილს: რესპუბლიკურ წყვილს მაშინ გენერალური პროკურორის და სახალხო დამცველის პოსტები უნდოდა! სისხლისმსმელი ნაცებისგან ამაზე თანხმობა ვერ მიიღეს და რესპუბლიკური შვიდკაცა ოპოზიციაში გადახტა.
სულ სხვანაირად იქცევა ნიცშეს დაუძინებელი მტერი და კაცმა არ იცის, რა უფრო უარესია სიმამრის წყალობით თანამდებობაზე დარჩენილი ღარიბაშვილისთვის: თინა ხიდაშელის მინისტრობა თუ პრემიერობაზე უარის თქმა! არა, სუფთა კაცურად, მას არცერთ შემთხვევაში საფრთხე უსუფაშვილისგან არ ემუქრება: ცხვირ–პირის დანაყვას ვგულისხმობ, ყველამ იცის, რისთვისაც, მაგრამ საფრთხე, რომელიც ღარიბაშვილს მამა–მარჩენალისგან ელოდება, ბევრად აღემატება მისი სიმამრის "საქველმოქმედო" შესაძლებლობებს!
ჯერ კიდევ არის დრო… ვნახოთ, ეგებ ვინმე მაინც მოეგოს გონს ივანიშვილის სამორინეში, თუმცა ეჭვი მეპარება…
შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება! სკოლაში რა ნიშნებზე სწავლობდით, ქოცებო?", _ წერს სარიშვილი.