პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ეიქმნება რეზო ჩხეიძის დამკრძალავი სახელმწიფო კომისია და დაკრძალვის ხარჯებს დაფარავს მთავრობა.
"მწუხარებას გამოვთქვამ დიდი რეჟისორის – ბატონ რეზო ჩხეიძის გარდაცვალების გამო.
რეზო ჩხეიძის შემოქმედებას, მის ნიჭიერებას მსოფლიო იცნობს. ჩვენთვის ის განსაკუთრებით ძვირფასი და საამაყო ადამიანი იყო. ბატონმა რეზომ დაგვიტოვა არაერთი კინოშედევრი და შექმნა დაუვიწყარი სახეები. ერთხელ ვისაც უნახავს მისი "ჯარისკაცის მამა" , შეუძლებელია მისი შემოქმედების თანაზიარი არ გამხდარიყო.
სამწუხაროა, რომ წავიდა ჩვენგან ადამიანი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კინოს ფენომენის შექმნაში და თავისი კვალი დაამჩნია თითოეული ჩვენგანის სულს.
ვუსამძიმრებ ბატონი რეზოს ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს.
ჩემი დავალებით შეიქმნება რეზო ჩხეიძის დამკრძალავი სახელმწიფო კომისია და დაკრძალვის ხარჯებს დაფარავს მთავრობა", _ ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.