ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა მეცნიერებმა დადგინეს, რომ მიმზიდველობის საიდუმლოს მამაკაცები თავადვე ფლობენ.
ამისთვის მეცნიერებმა 49 ახალგაზრდა მამაკაცს გადაუღეს სურათი და მათი თითების სიგრძე ძლიერი სქესის ხასიათის თვისებებსა და მანდილოსნებთან მათ წარმატებას შეუდარეს.
„The Sun“-ის ინფორმაციით, ფრანგ და შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად, ბრიტანელმა სპეციალისტებმა დადგინეს, რომ მანდილოსნებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით ის მამაკაცები სარგებლობენ, რომელთა არათითიც საჩვენებელ თითზე დიდია. ხოლო მანდილოსნები, რომელთაც ასეთივე თითების წყობა აქვთ, აგრესიულობით გამოირჩევიან.
მეცნიერთა აზრით, ამის მიზეზი ორგანიზმში ტესტოსტერონის შემცველობაა, რომელიც ადამიანის გარეგნულ იერსახესა და მათი კიდურების პროპორციაზე უდიდეს გავლენას ახდენს.
გამოკვლევის დროს არა მარტო თითების სიგრძეს მიაქციეს ყურადღება, არამედ მამაკაცების ხმაც ჩაიწერეს და ოფლის სინჯიც აიღეს, რათა სხეულის სუნი დაეფიქსირებინათ.
მართლაც, იმ მამაკაცებმა, რომელთა უსახელო თითებიც საჩვენებელზე დიდი იყო, მანდილოსნების მხრიდან მეტი მოწონება დაიმსახურეს.
არათითის სიგრძე მამაკაცების კარიერულ წინსვლაზეც მეტყველებს. ასეთი მამაკაცები მდიდრებიც არიან. მათ შორის, ბევრია მუსიკოსი.
თუმცა მანდილოსნებში წარმატება ასეთ მამაკაცს ღალატისკენ უბიძგებს. მანდილოსნები კი, რომელთა არათითიც საჩვენებეთან შედარებით მოგრძოა, ლესბოსელობისკენ არიან მიდრეკილნი. ამასთან, ისინიც კარიერული წინსვლით გამოირჩევიან.
მეცნიერების რჩევით, თითების სიგრძის შესადარებლად ხელის გული ადამიანის სახის მიმართულებით უნდა შებრუნდეს.