ლეიბოლისტური პარტიის ლიდერებმა ნათია შარაშენიძემ და დავით მამალაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ მხარდამჭერებთან ერთად აქცია გამართეს.
ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის ნათია შარაშენიძის განცხადებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის კაბინეტში შურაცხყოფა მიაყენა საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა, მაშინ როცა ის მოქალაქეებთან ერთად გამგებელთან დახმარების სათხოვნელად იყო მისული. აღნიშნულ ფაქტს უარყოფს უარყოფს გია მამაკაიშვილი.