დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიაზე მიმდინარე საორგანიზაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ეს ფოტოც, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სამუშაოების დათვალიერების დროს არის გადაღებული.
ფოტოზე ჩანს ახალგარემონტებული ოთახი, ახალი ტექნიკა და ჭერიდან ჩამომავალი, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობის სადენი, რომელიც მთავრობის წევრების "თავზე კიდია".