ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის, ნიკა (ტატო) ჯანჯღავას გარდაცვალებას გლოვობენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს.
ნიკა ჯანჯღავას ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან. მათი მონათხრობით, ტატო გამორჩეულად ნიჭიერი და ჭკვიანი ახალგაზრდა იყო, რომელსაც მეგობრები და ყოფილი პედაგოგები განსაკუთრებული სითბოთი იხსენებენ.
“აი გასკდა გული…ტატო როგორი მოსწავლე იყო, არაჩვეულებრივი, უჭკვიანესი, უნიჭიერესი…როგორ გააუბედურე შენი ოჯახი…უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი…
„რამხელა ტრაგედიაა ასეთი ახალგაზრდა… ნათელი შენს სულს“, _ წერენ სოციალურ ქსელში.
ნიკა (ტატო) ჯანჯღავას გარდაცვალების გარემოებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის საჯაროდ არ გავრცელებულა.































































