პირველკლასელთა საყოველთაო ელექტონული რეგისტრაცია, 2015-2016 სასწავლო წლისათვის, 15 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-ის "განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის" ინფორმაციით, რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე და 9 ივნისს – 20:00 საათზე დასრულდება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით.
ცნობისთვის, რეგისტრაცია 3 ეტაპად ხორციელდება, აქედან პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. ბოლო ეტაპი კი, 11 ივლისს უნდა დასრულდეს.
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:
რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;
რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;
I ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში, 2015 წლის 5 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით.
II ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია
2015 წელი, 15 მაისი – 9 ივნისი
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე.
I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
2015-2016 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.