ლანჩხუთში ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, რა დროსაც საპროექტო ბიუროს მეპატრონე დააკავეს, სამართალდამცავებმა ლანჩხუთის გამგებლის პირველი მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი და გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი, გოგი ფაცურია დღეს ქალაქ ბათუმში დაკითხვაზე დაიბარეს.
ზენაიშვილმა უკვე მისცა ჩვენება სამართალდამცავ ორგანოებს, ფაცურია კი ჩვენი ინფორმაციით, ჩვენების მისაცემად დღის მეორე ნახევარში იყო დაბარებული და ამ დროისთვის მისი დაკითხვა არ დამთავრებულა.