საპარლამენტო უმცირესობა დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენს. სწორედ ამ მოსმენაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ პრემიერს ჰკითხა, თუ იცოდა რამდენია წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების გეგმის მთლიანი მოცულობა?
პრემიერმა პასუხის გაცემაზე ხადურს მიუთითა, რაზეც ჯაფარიძემ მას სთხოვა რომ თავად გაეცა პასუხი.
ჯაფარიძე: ხადურს ეცოდინება, თქვენ თუ იცით…
პრემიერი: მგონი ზეპირად არ უნდა ვიცოდე რაღაც
ჯაფარიძე: არ უნდა იცოდეთ შემოსავლების გეგმა რამდენია?
პრემიერი: პრემიერმა იცის, იმაზე მეტი იცის, ვიდრე თქვე გგონიათ.
ამის შემდეგ უმცირესობის დეპუტატმა პრემიერს მადლობა გადაუხადა, ხოლო შეკითხვას ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა უპასუხა