ეს აუცილებელია, თუნდაც არ გქონდეთ გახდომის სურვილი. პრობლემა მხოლოდ სიმსუქნე არ არის. საქმე ისაა, რომ, გაცილებით ადვილია ახალგაზრდობის გახანგრძლივება, ვიდრე მისი დაბრუნება. წარმატების მისაღწევად კი ორი რამ არის აუცილებელი: ვარჯიში და კარგი განწყობა. ამიტომ, შეასრულეთ ჩვენი რჩევები:
1. იყიდეთ სახტუნაო და დღის ნებისმიერ მონაკვეთში (დღეში 2-3-ჯერ) იხტუნეთ 10 წუთის განმავლობაში.
2. ახლო მანძილებზე მაინც, იარეთ ფეხით.
3. დღეში 15 წუთი მაინც იცეკვეთ რაიმე სწრაფი და მოძრავი ცეკვა.
4. შეძლებისდაგვარად, არ ისარგებლოთ ლიფტით.
5. იარეთ სწრაფი ნაბიჯით.
6. თუ მაღალ სართულზე ცხოვრობთ, ერთი-ორი სართული ფეხით აიარეთ.
7. უძველესი წესი: დაყარეთ იატაკზე ასანთის ღერები (მთელი კოლოფი) და თითო-თითო აკრიფეთ ისე, რომ მუხლები არ მოხაროთ (ყოველი ღერის ასაღებად სათითაოდ დაიხარეთ).
8. აბაზანის მიღებისას გააკეთეთ მსუბუქი ვარჯიშები – ფანტაზია თქვენთვის მოგვინდვია.
9. დილით, 10-წუთიანი წავარჯიშების შემდეგ, მიიღეთ კონტრასტული შხაპი. სახლიდან გასვლის წინ კი დალიეთ ნახევარ ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში გაზავებული ამდენივე ლიმონის წვენი და ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი.