სპირტიანი სასმელების გარშემო ბევრი მითი არსებობს. ყველა მათგანს რეალობასთან საერთო ნამდვილად არაფერი აქვს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.
1. თუ ბევრს სვამ, ესე იგი ჯანმრთელი ხარ
რეალურად ყველანაირი კვლევით დასტურდება, რომ ალკოჰოლის მიმართ ტოლერანტობა ალკოჰოლიზმის მეორე სტადიაა. ის ფაქტი, რომ ალკოჰოლს კარგად იტანთ, სულაც არ ნიშნავს, რომ ბევრი უნდა სვათ. ალკოჰოლს ორგანიზმისთვის ყოველთვის დამანგრეველი შედეგი აქვს. როგორც წესი, 45 წლის ასაკამდე მოულოდნელი სიკვდილის 30 პროცენტი ასეთ სიტუაციებზე მოდის, კერძოდ, იმ ადამიანებზე, რომლებიც თვლიან, რომ, თუ ბევრს სვამს, ესე იგი ჯანმრთელია.
2. ალკოჰოლი მადას აღძრავს
შიმშილის გრძნობას პროვოცირებას მხოლოდ მაგარი სპირტიანი სასმელები უწევს, ისიც მცირე დოზით, 20–25 მილიგრამი არაყი. სასმელით გამოწვეული მადის მომატება 15 წუთს გრძელდება. მადის აღძვრისათვის ალკოჰოლის მიღება საზიანოა ორგანიზმისთვის. მშიერ კუჭზე ალკოჰოლი ორგანიზმის პირველი მტერია.
3. ალკოჰოლი სტრესს ებრძვის
ალკოჰოლით გუნება–განწყობის ამაღლება შესაძლებელია, მაგრამ ამისათვის მხოლოდ 20–30 მილიგრამია საჭირო. სპირტიანი სასმელი ხელს უწყობს ადამიანმა გამოყოს სიხარულის ჰორმონი, მაგრამ დიდი რაოდენობით ალკოჰოლი ამ ჰორმონის მთელ მარაგს სწრაფად გამოყოფს და შემდეგ ყველაზე მწვავე დეპრესიის პერიოდი დგება.
4. ალკოჰოლიზმი იკურნება
ნებისმიერი სამკურნალო პროცესი მხოლოდ იქით არის მიმართული, რომ უარი თქვათ სპირტიან სასმელზე, მაგრამ საკმარისია, მკურნალობის შემდეგ ერთხელ მაინც ხელში აიღოთ, თუნდაც ერთი სირჩა სასმელი, რომ ყველაფერი წყალში ჩაიყრება. ალკოჰოლიზმის მხოლოდ პირველი სტადია შეიძლება განიკურნოს, მეორე და მესამე სტადია განუკურნებელია.
5. ბევრს დალევ, კარგად დაიძინებ
მთვრალი ადამიანი სწრაფად იძინებს, მაგრამ ალკოჰოლი არღვევს ძილის ნორმალურ ციკლს, განსაკუთრებით გვიან ფაზაში. სიმთვრალიდან 4 საათის შემდეგ ის გაბრუების ეფექტს კარგავს და ადამიანის ძილი უკვე ფხიზელი ხდება. სასმელი ხელს უწყობს ხვრინვის განვითარებას.