პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გურიის ახალ გუბერნატორს _ გია სალუქვაძეს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა მას წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. გია სალუქვაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ–მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის.
გურიის ახალი გუბერნატორი პროფესიით სამართალმცოდნეა, არის მეცნიერებათა დოქტორი. იგი დღემდე იკავებდა სს გეს "საქრუსენერგო" გენერალური დირექტორის მრჩეველის პოსტს. არის ყოფილი პოლიტპატიმარი. ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.
მისი დანიშვნის ბრძანებას მთავრობის მეთაურმა ხელი ამ დილით მოაწერა.
ამავე თემაზე: ექსკლუზივი _ პრემიერმა გურიის გუბერნატორად გია სალუქვაძე დანიშნა