https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ისრაელში მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გამო, განგაშია

    დონალდ ტრამპი ირანის საკითხის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე: ცხადია, ეს ახლა ბევრად უფრო ადვილია

    ირანის უზენაესი ლიდერი ლიკვიდირებულია

    ირანში საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

    ისრაელის დარტყმების სამიზნე ხამენეი და პეზეშკიანი იყვნენ – იერიშის შედეგები ჯერჯერობით უცნობია

    რუსეთი ირანზე დარტყმებზე: მოვითხოვთ, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გახსოვთ 1981 წლის 13 მაისი?

13:05; 13.05.2015
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს 13 მაისია – ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი წარმატების თარიღი. 34 წელი გავიდა მას შემდეგ, თბილისის "დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი რომ მოიპოვა.

1981 წლის ფინალამდე ჯერ "ვესტ ჰემი" იყო, შემდეგ "ფეიენოორდი". ლონდონში არნახულად ქომაგობდნენ გულშემატკივრები თავიანთ გუნდს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მეორე დღეს ინგლისურ გაზეთებში ეწერა, რომ ქართველებმა ბრიტანელებს ფეხბურთის თამაში გვასწავლესო.

"დინამო" უკვე მზად იყო რომ საერთაშორისო ასპარეზზეც გაემარჯვა. გამოცდილებაც, შეთამაშებაც, ფეხბურთელების კლასიც, ყველაფერი ხელს უწყობდა ამას. სიძნელეების გადალახვაც ვისწავლეთ, როტერდამში განმეორებითი ნახევარფინალური მატჩის დროს მსაჯმა ყველაფერი გააკეთა, ფინალში მასპინძლები რომ გასულიყვნენ. საბედნიეროდ, იმდენად ძლიერები ვიყავით, რომ ვერაფერი მოგვიხერხეს, როტერდამის შეხვედრის შესახებ თბილისის "დინამოს" ექიმ-მასაჟისტი ანზორ გაბიტაშვილი იხსენებდა:

"როტერდამში "დინამომ" მშვენივრად ითამაშა, არანაკლებ, ვიდრე თბილისში. თამაშს სჯიდა ავსტრიელ მსაჯთა ბრიგადა ვიორერის ხელმძღვანელობით. პირდაპირ გეტყვით: მე ასეთი უნამუსო მსაჯობა არსად მინახავს! სამი ნაღდი გოლი არ ჩაგვითვალეს, ორი პენალტი არ მოგვცეს. თითქმის მთელი თამაში სარბენ ბილიკებზე გავატარე, გვერდით მსაჯს დავდევდი და გერმანულად ვლანძღავდი. ხმას არ იღებდა, ან კი რა უნდა ეთქვა – ნამუსი ჰქონდათ გაყიდული".

საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და თბილისის "დინამო" თასების მფლობელთა თასის ფინალში გავიდა. გადამწყვეტი შეხვედრა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში იყო დანიშნული.

ქართველი ფეხბურთელების მეტოქე გდრ-ის "კარლ ცეისი" აღმოჩნდა. ამ გუნდმა გათამაშებას ესპანური "ვალენსია" და პორტუგალიის "ბენფიკა" გამოთიშა.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელად ბატონი შოთა გორგოძე დაინიშნა.

"ფინალური შეხვედრის წინ აღმოვაჩინე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეტოქე სოციალისტური, მაგრამ მაინც გერმანული კლუბი იყო, მასპინძელთა სიმპათიები თბილისის "დინამოსკენ" იხრებოდა. დიუსელდორფის "ფორტუნა" იმ გათამაშებაში მონაწილეობდა, მაგრამ ადრეულ სტადიაზე გამოვარდა. სამაგიეროდ ფინალში გავიდა მათი იდეოლოგიური მტრის წარმომადგენელი. ეს იყო ის უმთავრესი ფაქტორი, სტადიონი სანახევროდაც რომ არ შეივსო. ამის გამო მატჩამდე გარკვეული ფსიქოლოგიური უპირატესობა გაგვაჩნდა.

შეხვედრამდე დიუსელდორფის ბურგომისტრთან საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც გფრ-ის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, უეფა-ს იმდროინდელი თავკაცი არტემიო ფრანკი და ადგილობრივი ჟურნალისტები ესწრებოდნენ. ქართულ დელეგაციას მე, კახი ასათიანი და მოსკოვიდან "მომაგრებული" უშიშროების თანამშრომელი წარმოვადგენდით. არტემიო ფრანკის ქართული ხმალი ვაჩუქეთ, რითაც ძალიან გაიხარა".

სანამ ქართული დელეგაცია ოფიციალურ მიღებაზე იმყოფებოდა, თბილისის "დინამო" უშუალოდ თამაშისათვის ემზადებოდა. შეხვედრის წინა დღეს გუნდის კაპიტანს ალექსანდრე ჩივაძეს მაღალი სიცხე მისცა. წამლების მიცემა არ შეიძლებოდა, რადგან მატჩის შემდეგ დოპინგ-კონტროლი იყო დანიშნული. გუნდის საექიმო პერსონალმა ჩივაძე ჟოლოს ჩაით "გაბერა". საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და საშამ მინდორზე გასვლა შეძლო.

სტადიონზე გუნდი ავტობუსით გაემგზავრა. ახალკაცმა ბიჭებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო – ანსამბლ "რუსთავისა" და ჰამლეტ გონაშვილის სიმღერების ჩანაწერი ჩაურთო.

ყველაზე გასაოცარი კი მაინც უშუალოდ მოედანზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, გუნდის გასახდელში მოხდა. ახალკაცმა მოთამაშეებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ გამოგზავნილი დეპეშა წაუკითხა. წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ბიჭებმა ფიცი დადეს – ან გამარჯვება, ან სიკვდილიო და მინდორზე საომრად გავიდნენ.

იმ ისტორიულ შეხვედრას თბილისიდან წამოსული რამდენიმე ათეული გულშემატკივარი და არაერთი ემიგრანტი ჩვენი თანამემამულე ესწრებოდა. მცირერიცხოვნების მიუხედავად მთელი მატჩის განმავლობაში ამხნევნებდნენ "დინამოს" და ამაშიც დაჩაგრეს გერმანელი გულშემატკივრები. დოლ-გარმონი მოეტანათ და საცეკვაო ჰანგებს უკრავდნენ. პირველი გოლი რომ გაგვიტანეს მაშინაც არ გაჩუმებულან, უფრო შემართებით დასცხეს.

ანგარიში გერმანელებმა გახსნეს. ოთხ წუთში ვლადიმერ გუცაევმა საპასუხო შეაგდო. მაშინ იყო, რომ ახალკაცი ერთადერთხელ, თავის სიცოცხლეში, სკამიდან წამოდგა და მინდვრის კიდიდან ბიჭებს გასძახა – ახლა დაწყნარდით, თამაში დაალაგეთ და როცა განიშნებთ, ტემპსაც მოუმატეთო. 87-ე წუთზე ვიტალი დარასელიამ გადამწყვეტი და ულამაზესი გოლი გაიტანა. თასების მფლობელთა თასს თბილისის "დინამო" დაეუფლა.

ფინალური შეხვედრის ბურთი ბატონი ანზორ გაბიტაშვილის კუთვნილება გახდა.

"ბოლო სამი წუთი სარბენ ბილიკებზე ვიდექი და სადაც ბურთი გადავარდებოდა, იქით გავრბოდი გამწარებული. ნათქვამი მქონდა, ფინალის ბურთი საქართველოში მე უნდა ჩამოვიტანო-მეთქი. გაისმა მსაჯის სასტვენის ხმა, ყველა ერთმანეთს ეხვევა და კოცნის, მე კი არაფერი მახსოვს იმ ბურთის გარდა. ხიზანიშვილი და თავაძე ეჯაჯგურებოდნენ რიკარდო ლატანცის, ის კი არაფრით თმობდა ბურთს. დრო ვიხელთე, ბურთი გამოვგლიჯე და გასახდელისკენ გავიქეცი. ამ დროს ორი კაცი გამოექანა ჩემკენ, თურმე ფოტოკორესპონდენტები ყოფილან. მე კი მეგონა, ბურთის წასართმევად მომდევენ-მეთქი და სპრინტერული სიჩქარით შევვარდი გვირაბში".

მატჩის დასრულების შემდეგ დიდი ბანკეტი გაიმართა. მასზე "კარლ ცეისიც" იყო დაპატიჟებული, მაგრამ გერმანელებს ნამდვილად არ ექეიფებოდათ. ქართველებმა ჩინებულად მოილხინეს. სუფრა იმ სასტუმროს რესტორანში იყო გაშლილი, სადაც "დინამო" იყო დაბინავებული. ახალკაცმა ფეხბურთელებს ნება მისცა – დალიეთ, ვისაც რამდენი გინდათო. იმ თასში შამპანურის შვიდი ბოთლი ჩადიოდა. ძიმისტარაშვილი იყო იქ მოსული, დიუსელდორფში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი. იმან დაიწყო და ჩამოატარა თასი. უკლებლივ ყველამ შესვა გამარჯვების სადღეგრძელო. მოგვიანებით ზეიმი სასტუმროს ბარში გაგრძელდა. ის ისტორიული დოლ-გარმონიც მოიტანეს და ქეიფმა დილამდე გასტანა.

ორ დღეში ფეხბურთელები თბილისში დაბრუნდნენ, ქალაქში სადაც 13 მაისის ღამეს ეროვნული ზეიმი გაიმართა. არა მარტო საქართველოს დედაქალაქში, გაზაფხულის იმ ლამაზ ღამეს მთელი ქართველობა დილამდე გარეთ ზეიმობდა. მოთამაშეებს თბილისის აეროპორტში საოცარი დახვედრა მოუწყვეს. ფეხბურთელები ტრაპიდან სათითაოდ ჩამოყავდათ და გასასვლელამდე ასე ატარებდნენ.
მაინც უცნაური დრო იყო. ამ წარმატებისათვის თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები მშობლიურმა მთავრობამ და პარტიამ 700-700 დოლარით დააჯილდოვა. ფულში არ იყო საქმე, რა ფული გადაწონიდა იმ სიხარულს, რაც მაშინ საქართველომ განიცადა.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი საქართველოს 2026 წლის ჩემპიონი გახდა 11 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის

20:49; 28 თებერვალი, 2026
სპორტი

ჩოხატაურელ იუნკერთა ხსოვნის ტურნირი

12:14; 26 თებერვალი, 2026
სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25 თებერვალი, 2026
სპორტი

„გურიას“ ტესტი: ერთ „მერანს“ მოუგო, მეორესთან წააგო, ყოფილ კაპიტანთან ფრედ ითამაშა, ფოთელი ახალგაზრდები არ დაინდო…

11:38; 24 თებერვალი, 2026
სპორტი

მესხის ფინტი

11:25; 22 თებერვალი, 2026

300 სპარტელი მეტროში

თევზის მარაგი ორმოცდაათი წლის შემდეგ ამოიწურება

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: გადაწყვეტილებაში, რაც გამოქვეყნდა სანქციებთან დაკავშირებით, პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილებაც მიიღეს ვარაუდების თუ ეჭვების საფუძველზე

9:03; 1.03.2026
მსოფლიო

ისრაელში მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გამო, განგაშია

8:45; 1.03.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი ირანის საკითხის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე: ცხადია, ეს ახლა ბევრად უფრო ადვილია

8:40; 1.03.2026
მსოფლიო

ირანის უზენაესი ლიდერი ლიკვიდირებულია

23:55; 28.02.2026
მსოფლიო

ირანში საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

22:18; 28.02.2026
საზოგადოება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უნიკალური მცენარეები და მნიშვნელოვანი ექსპონატები დაზიანდა

21:56; 28.02.2026
სამართალი

მიხეილ ქავთარაძის მკვლელობა- ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, ხოლო მსჯავრდებულს, ახალი ბრალი წარუდგინეს

21:13; 28.02.2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი საქართველოს 2026 წლის ჩემპიონი გახდა 11 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის

20:49; 28.02.2026
პოლიტიკა

“ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით, საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ”- მაკა ბოჭორიშვილი

20:40; 28.02.2026
საზოგადოება

ირანელი ხალხის მხარდასაჭერად ირანის საელჩოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ

20:02; 28.02.2026
მსოფლიო

ისრაელის დარტყმების სამიზნე ხამენეი და პეზეშკიანი იყვნენ – იერიშის შედეგები ჯერჯერობით უცნობია

18:53; 28.02.2026
საზოგადოება

ხანძარი სწრაფად გავრცელდა – საცხოვრებელი სახლი დაიწვა

17:57; 28.02.2026
საზოგადოება

მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

17:32; 28.02.2026
მსოფლიო

რუსეთი ირანზე დარტყმებზე: მოვითხოვთ, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას

17:10; 28.02.2026
მსოფლიო

ავაიადარტყმების შედეგად ირანში დაღუპულთა რიცხვი იზრდება

16:50; 28.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო