„როდესაც ისმის კითხვა, როგორ უნდა შევაფასოთ დღევანდელი ხელისუფლება? პასუხი ასეთია – როგორ უნდა შევაფასოთ ის, რაც არ არსებობს! ეს ყველაფერი ჰგავს აბსურდის თეატრს. პირობითად დღევანდელი ე.წ. ხელისუფლება შეიძლება შევადაროთ ცოცხალ მკვდრებს და პოლიტიკურ იმპოტენტებს, ცოცხლებს – ფიზიოლოგიურად, მკვდრებს – პოლიტიკურად,“ – აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე.
მისი თქმით, საოცარია, როდესაც დღევანდელი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ერთმანეთს ნდობას უცხადებს: „რომელ ნდობაზეა საუბარი ჯოკია ბოდოკიებო, როცა უმთავრესი არ გაქვთ – ნდობა ქართველი ხალხისა?“ – აცხადებს იგი.
როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, დღევანდელი ხელისუფლება საალაფოდ მოსულ ბანდას უფრო ჰგავს, რადგან ბიძინა ივანიშვილი საკუთარ კადრებს გოჭებივით ზრდის, ხოლო როდესაც ისინი ღორებად იქცევიან, თავადვე უკვირს.
„სწორედ ამიტომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი უკვე ერთი წელია მოითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს!“ – აცხადებს ბარამიძე.