ქალაქ ოზურგეთში, 17 მაისს ოჯახის სიმტკიცის დღე აღინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის განყოფილება, სხვადასხვა აქტივობებს დღეს იწყებს.
"დღეს გაიმართება ლექცია-სემინარების ციკლი – "იავნანა მამაკაცებისათვის" ქალაქის მერიისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებისათვის. 17 მაისს – აქცია "ჩემი ოჯახი ჩემი ძლიერებაა", – მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახების მონაწილეობით. შეხვედრა საკვირაო წირვის დამთავრების შემდეგ ქალაქის მთავარ საკათედრო ტაძარში გაიმართება. ტაძრის წინამძღვრები დალოცავენ ოჯახებს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეები ჭადრების ბაღში გადაინაცვლებენ. სამხატვრო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ ოჯახისა და გენდერული თანასწორობის თემატიკასთან დაკავშირებით ადგილზე დახატონ და გამოფინონ ნამუშევრები. ასევე, მოეწყობა თავისუფალი ხატვა ასფალტზე. აქციაში მონაწილეობას სამუსიკო სკოლის ხალხურ საკრავთა ანსამბლიც მიიღებს. 28-29 მაისს კი ჩატარდება ტრენინგი გენდერული ბიუჯეტირების საკითხებთან დაკავშირებით ქალაქის მერიის თანამშრომლებისათვის". _ გვითხრეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში.