ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ერთ-ერთ სასტუმროზე თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა. სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის დროს 50-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
BBC -ის ინფორმაციით, სასტუმროში ერთ-ერთ კონცერტზე დასასწრებად ჩასული უცხოელები იმყოფებოდნენ, რომლებიც თავდამსხმელთა სამიზნეს წარმოადგენდნენ.
დაღუპულთა შორის ამერიკელი და ინდოელი მოქალაქეებიც არიან. ასევე დაიღუპა 2 თავდამსხმელი.
მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "თალიბანმა" აიღო.