თბილისში, თემქაზე, 2 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულიდან გადმოვარდა. დაშავებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.