თბილისის მერი, დავით ნარმანიას აცხადებს, რომ გზებზე არსებული მდგომარეობა ეტაპობრივად მოწესრიგდება, რაც შეეხება გზებზე არსებულ საცობებს, ეს სარემონტო სამუშაოების მიერ არის გამოწვეული.
ამის შესახებ დავით ნარმანიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ გარკვეულ მონაკვეთზე უკვე მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები, რამდენიმე მონაკვეთზე კი ის უახლოეს დღეებში შესაბამისი სატენდერო პროცედურების დასრულების შემდეგ დაიწყება.
"საცობების გარკვეული ნაწილი გამოწვეულია მიმდინარე სამუშაოებით. როგორც ვიცით, გვირაბთან მიმდინარეობს ხიდის აღდგენითი სამუშაოები, ასევე სამუშაოები ტარდება გადასასვლელ ხიდთან, სადაც კომპლექსური პროექტი ხორციელდება. ასევე, რამდენიმე მონაკვეთზე დაიწყება სამუშაოები მას შემდეგ, რაც უახლოეს დღეებში სატენდერო პროცედურები დასრულდება. ასე, რომ ეტაპობრივად მოწესრიგდება არსებული მდგომარეობა", _ აღნიშნა ნარმანიამ.