ამერიკული თოჯინების ერთ-ერთმა კომპანიამ განსაკუთრებით პოპულარული ადამიანების თოჯინების სერიულად გამოშვება დაიწყო.
ჯერჯერობით მხოლოდ ანჯელინა ჯოლის, ჯონი დეპისა და შერის თოჯინები იყიდება.
თითოეული 40 დოლარი ღირს და გაჭრილი ვაშლივით ჰგავს შესაბამის სუპერვარსკვლავს.
ამასთან, თოჯინები ცოცხალივითაა – ამოძრავებს ხელ-ფეხს და "ლაპარაკობს" კიდეც.