ქალაქ ოზურგეთის მერის მოადგილე კობა დუნდუა, პრემიერ-მინისტრის გურიაში ვიზიტის დროს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების დაკავების ამსახველი კადრების გადაღებით იყო დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსმასახურის ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150 მუხლის პირველი ნაწილით არიან დაკავებულები.
ეს ვიდეო მასალა “გურია ნიუსს“ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მიაწოდეს.