ამ წუთებში ოზურგეთის საპატრულო პოლიციის წინ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე და “თავისუფალი ზონის“ წევრი, ბესო ქათამაძე მანქანაში ჰყავთ დაკავებული.
_ დაკავებიდან რამდენიმე წუთში საერთოდ არ ვიცოდით თუ სად ჰყავდათ გადაყვანილი დავით მჟავანაძე და ბესო ქათამაძე. სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრის წასვლას ელოდებიან და შემდეგ გაიმართება სასამართლო პროცესი. _ გვითხრა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ოთარ რევიშვილმა.