პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის პარალელურად, ამ წუთებში, კოლეჯ "ჰორიზონტის" შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ოფისის წარმომადგენლები არიან შეკრებილები.
მათი განცხადებით, ისინი, პრემიერთან შეხვედრის მიზნით შეიკრიბნენ. ასევე, აინტერესებთ, რა მოტივით დააკავეს მათი ლიდერები.
კოლეჯის შენობასთან იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სოფლების გამგებლები.