"აი, ახლა მითხარით ჟურნალისტებმა ამ ინფორმაციის შესახებ, წარმოდგენა არ მაქვს, ვერაფერ კომენტარს ვერ გავაკეთებ, გავერკვევი სიტუაციაში, აზრზე რა ვარ, რა მოხდა", _ ასეთი კომენტარი გააკეთა გურიის ახლადდანიშნულმა გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ, დღეს , "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული აქციისა და ორი პირის დაკავების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ენმ -ოზურგეთის ლიდერებმა პრემიერის ვიზიტის პარალელურად გუბერნატორის გია სალუქვაძის წინააღმდეგ აქცია გამართეს. მათ ქალაქის ქუჩებში პლაკატები გააკრეს, სადაც აღნიშნული იყო – "მოარიდეთ ბავშვები".