ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის მოადგილე კობა დუნდუა, პრემიერ-მინისტრის გურიაში ვიზიტის დროს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების დაკავების ამსახველი კადრების გადაღებით იყო დაკავებული, რისი ამსახველი ვიდეოც "გურია ნიუსმა" უკვე შემოგთავაზათ.
მერის მოადგილე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აქციასა და პლაკატების გაკვრას შემთხვევით შეესწრო.
"უბრალოდ გადავიღე, ქალაქში გადადგილების დროს შევესწარი ფაქტს, როდესაც " ნაციონალური მოძრაობის" წევრები გუბერნატორის შეურაცხმყოფელ პლაკატებს აკრავდნენ კორპუსების ფასადებზე, გავაჩერე მანქანა, ჩამოვედი და მოვუწოდე მათ, რომ არ გაეკრათ პლაკატები. ეს იყო ღირსების შემლახველი პროკლამაცია, ამიტომ ჩამოვხიე, არ მინდოდა დარჩენილიყო კედელზე, ფაქტია, რომ ისინი ამით პროვოკაციის მოწყობას გეგმავდნენ"_ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას მერის მოადგილემ კობა დუნდუამ.