ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ვახტანგ ზენაიშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი არ წყდება.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ელგუჯა ჩხაიძე სოცილურ ქსელში განცხადება ავრცელებს, სადაც ის ეხმაურება თავისი თანაგუნდელის განთავისუფლებას.
"გურია ნიუსი" ჩხაიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"დაიწერა ბრძანება ლანჩხუთის გამგებლის მოადგილის ვახტანგ ზენაიშვილის განთავისუფლებაზე. გამგებელი ზაზა ურუშაძე ამბობს, რომ ის აიძულა გუბერნატორმა და სუს-მა. ვეკითხები გუბერნატორს, რას ითხოვდა 26 მაისის აქციაზე, როცა მას ცემენ. თავისუფლებას, სამართლიანობას თუ კუდ-ში აღდგენას. 26 მაისი მოდის. ამ თარიღის მოპოვებაში წვლილი ვახტაგ ზენაიშვილსაც მიუძღვის. ის აჭარა გურიის ლიდერი იყო. ეს დღე ჩვენი თანამებრძოლების სისხლით და ოფლით არის მოპოვებული. ზაზა ურუშაძე, როცა აფხაზეთში მისი ტოლები სამშობლოსათვის იღუპებოდნენ თვითონ ჩას ყიდდა და ფულს მეშოკში ტენიდა. დღევანდელი გუბერნატორი ალბათ ,,გასაციმბირებელი,, ადამინების სიას აკეთებდა. 26 მასს იქ მოვალთ, სადაც იქნებით და საკადრისად მოგმართავთ თქვენ რუსეთის აგენტებო და ქვეყნის დამღუპველებო ივანიშვილის ფულის მონებო. მოძრაობას ლანჩხუთიდან დავიწებთ", _ წერს ჩხაიძე.