ოზურგეთის მერობის ყოფილი კანდიდატი, შოთა გოგიბერიძე, “ გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა, გურიის გუბერნიაში ადმინისტრაციის სამსახურის უფროსად დაინიშნოს.
შოთა გოგიბერიძე, როგორც თავად ამბობს “ ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. ის თვითმმართველობის არჩევნებში ქალაქ ოზურგეთის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს, “პატრიოტთა ალიანსიდან“, გოგიბერიძე გურიის გუბერნატორის მოადგილის სოსო ერქომაიშვილის მეგობარია , სწორედ ერქომაიშვილი ეხმარებოდა გოგიბერიძეს თვითმმართველობის არჩევნებში, ისინი “ ქართული ოცნების“ კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს უპირისპირდებოდნენ.
მერობის ყოფილი კანდიდატი შოთა გოგიბერიძე “გურია ნიუსთან“ აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, მისი თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი გადაწყვეტილი არ არის:
“ სოსო ჩემი მეგობარია, რა თქმა უნდა მას ხშირად ვხვდები, გუშინც ერთად ვიყავით, სტუმარი გვყავდა, ამ ეტაპზე ინფორმაციას ჩემი დანიშვნის შესახებ არ ვფლობ, რა მოხდება ხვალ და ზეგ არ ვიცი, მე ჩემი შინაგანი რწმენით ვარ და ვრჩები “ ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და იდეების განმახორციელებელი ბიძინა ივანიშვილის“_ აღნიშნავს გოგიბერიძე.