ცოტა ხნის წინ იერუსალიმის გარეუბანში ქვის ხანის ეპოქის სამარხები გაითხარა.
საცხოვრებელი დაახლოებით ცხრა ათასი წლისაა. ეს ის პერიოდია, როცა ადამიანი ჯერ კიდევ არ იცნობდა რკინას. სამაგიეროდ, ამ პატარა ქალაქის მცხოვრებლები შესანიშნავად ამუშავებდნენ ქვას.
ნაგებობებს თითქმის იდეალურად დამუშავებული კედლები და იატაკი აქვს. ასევე, აქ აღმოაჩინეს ობსიდიანი ანატოლიიდან, ხმელთაშუაზღვის მარჯნის ნიჟარები და მალაქიტის სამკაული. ასევე საყოფაცხოვრებო ნივთები სინაის ნახევარკუნძულიდან.
ყველაზე გასაოცარი აღმოჩნდა გათხრებისას ნაპოვნი დანების კომპლექტი, რომლებსაც 90 საუკუნის მერეც კი ისეთი მჭრელი პირები აქვს, ადამიანი ხელს ადვილად გაიჭრის. ნუ დაგავიწყდებათ, რომ პირები ქვისაა.