დღეს, თბილისის მერიის შენობასთან ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის მაცხოვრებლები შეიკრიბნენ და აქცია გაიმართეს, რომლებიც სკვერებისა და მოედნების მოწესრიგებას ითხოვდნენ.
მოსახლეობამ მერიაში სპეციალური განცხადებაც შეიტანა, რომელსაც ხელს 2-ათასამდე ადამიანი აწერს.
აქციის მონაწილეებმა თბილისის მერიასთან ამ ორ უბანში არსებულ სკვერებში რეალობის ამსახველი ფოტოებიც მიიტანეს.