ბათუმი "დიპლომატიური ტური 2015"-ის ფარგლებში 22 არარეზიდენტ ელჩს მასპინძლობს. ბათუმში სტუმრობის ფარგლებში დიპლომატები გაეცნობიან აჭარის კულტურულ და ისტორიულ ღირშესანიშნაობებს, მოინახულებენ გონიოს ციხეს, პიაცას მოედანს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს.
უცხოელ დიპლომატებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მიესალმა, რის შემდეგაც საქართველოს ეკონომიკური, აგრარული და ტურისტული პოტენციალის შესახებ შესაბამისმა უწყებებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს.
"ბათუმის კონფერენცია" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.
დიპლომატები დღეს თბილისიდან ბათუმში მატარებლით ჩამობრძანდნენ. უცხოელმა სტუმრებმა მოინახულეს აჭარის რეგიონის ისტორიული და ინფრასტრუქტურული ნაწილი.
კონფერენციის დასრულების შემდგომ დიპლომატები მოინახულებენ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტს და გაეცნობიან მის ფუნქციონირებას.