ამერიკელმა ფსიქოლოგებმა მეცნიერულად დაასაბუთეს პრინციპი: "ბოლო ლუკმა ტკბილია" – ნუგბარის ბოლო ლუკმაზე აღქმის მოტივაცია და სიმწვავე ნამდვილად იზრდება. სწავლულებმა გააანალიზეს ექსპერიმენტის იმ მონაწილეთა ემოციური მდგომარეობა, რომლებიც შოკოლადს ჭამდნენ.
ფსიქოლოგების აზრით, პროცესის მალე დამთავრების შემეცნება იწვევს მოტივაციის ზრდის აფეთქებას, რომლის დროსაც ადამიანს სურს, უკანასკნელად მიიღოს სიამოვნება (თუ პროცესი სასიამოვნო იყო); ანდა, გამოიტანოს თავისთვის რაიმე კარგი ან სასარგებლო (თუკი პროცესმა იგი გულგრილი დატოვა) დასკვნა. იმ შემთხვევაში, თუ ცდა იყო ნეგატიური, მოტივაცია იზრდება იმის შეგრძნებით, რომ „უსიამოვნო პროცესს მალე მოიშორებს“ – ამ დროს ადამიანს შეუძლია, გამოავლინოს დიდი გულმოდგინება.
"ნებისმიერ შემთხვევაში, რამდენადმე გახანგრძლივებული ქმედება დგება "ფინალისწინა" ეტაპზე, როდესაც მოტივაციის დონე მყისიერად იზრდება. ამ მდგომარეობის პროვოცირება შესაძლებელია. უბრალოდ, უნდა დავარწმუნოთ ადამიანი, რომ ფინალი ახლოსაა", – მიაჩნიათ სწავლულებს.