სამეცნიერო – კვლევითი დაწესებულებების მეცნიერ-თანამშრომლებს საშუალება მიეცემა, თვითონ განსაზღვრონ, თუ ვინ უნდა იყოს დაწესებულების ხელმძღვანელი.
ცვლილება, რომელიც "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" კანონში ცვლილების შედის, დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ივანე კიღურაძის განმარტებით, დირექტორი ღია კონკურსის წესით, სამეცნიერო საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევა, ხოლო არჩეულ პირს თანამდებობაზე ნიშნავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი.
„დირექტორის თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც არ აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი“, – განაცხადა ივანე კიღურაძემ.