რამდენიმე დღის წინ, ავსტრალიურმა მასმედიამ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა _ ცნობილი მსახიობი ნიკოლ კიდმანი კინოში მუშაობით დაინტერესებული აღარ არის და გადაწყვეტილი აქვს, მთელი თავისი დრო და ყურადღება ოჯახს დაუთმოს.
"უნდა განვაცხადო, რომ ეს საქმე აღარ მაინტერესებს. მესმის, რომ მსგავსი განცხადება ჩემგან ცოტა უცნაურად ჟღერს. ოჯახთან ერთად თავს ბედნიერად ვგრძნობ. ბუნებით შემოქმედი ადამიანი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვეღარ ვგრძნობ შემოქმედების ისეთ სურვილს, როგორც ეს წარსულში მქონდა," _ განაცხადა ნიკოლ კიდმანმა.