ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში მოსახლეობას, დღეს საფლავები კვლავ შეურაცხყოფილი და საფლავის ქვები დამტვრეული დახვდათ _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" სოფელ ოზურგეთში მცხოვრებმა შორენა ხელაძემ აცნობა. მისივე თქმით, დღეს, რამდენიმე საფლავია დაზიანებული.
"არ ვიცით, რა ზომებს მივმართოთ. ან გამოიძიონ ეს საქმე, ან ჩვენ, მოსახლეობა, მივმართავთ სხვა ზომებს!" _ გვითხრა შორენა ხელაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის სოფელ ოზურგეთში ვალერიან კირკიტაძის განცხადებით, ის ჯერ ადგილზე არ მისულა, რადგან ეს ინფორმაცია მისთვის არმდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
"მივალ, გავარკვევ, რა ხდება. მეც ამ წუთებში მაცნობა მოსახლეობამ ამ ინციდენტის შესახებ," _გვითხრა კირკიტაძემ.