მას შემდეგ, რაც კარლო ანჩელოტიმ დატოვა რეალი, გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაში სრული გაურკვევლობა სუფევს, რადგან ჯერ არ არის დანიშნული მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელების შეძენა მხოლოდ მასთან კომუნიკაციის შემდეგ უნდა მოხდეს. მიუხედავად ამისა პერესი რამდენიმე ვარიანტს მაინც განიხილავს.
უპრველეს ყოვლისა მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე უნდა ვისაუბროთ, 99 პროცენტით არის გადაწყვეტილი, რომ გუნდს რაფა ბენიტესი ჩაიბარებს და დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაუბრუნდება სამეფო კლუბს.
Daily Mirror-ის ინფორმაციით კი ესპანელი მწვრთნელი გუნდის შენებას ბეილის გარშემო დაიწყებს. როგორც აღმოჩნდა უელსელი ფლორენტინო პერესის საყვარელი მოთამაშეა და მის გაშვებას არ აპირებს.
გუნდის დატოვების სურვილი გამოთქვა ფრანგმა თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ, ცომელიც უკმაყოფილოა პერესის გადაწყვეტილებით. The Guardian-ის ინფორმაციით კი მადრიდელთა ცხრიანის სამსახურით ამ ეტაპზე ორი გუნდია დაინტერესებული: არსენალი და მანჩესტერ იუნაიტედი. ორივე კლუბი მზადა ფეხბურთელში 40 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადოს.
მართალია ბენზემას კლუბის დატოვება სურს, მაგრამ თეთრებმა შესაძლოა კიდევ ერთი ფრანგი პოლ პოგბა დაიმატონ. Daily Star-ის ინფორმაციით ახალგაზრდა ფრანგმა უკვე მიიღო რამოდენიმე შემოთავაზება და უკვე მოასწრო მანჩესტერ იუნაიტედის, ჩელსიის და არსენალის უარით გასტუმრება. ნახევარმცველი ჯერ კიდევ ფიქრობს რომელ კლუბს შეუერთდეს, მადრიდის რეალს თუ ბარსელონას.
Daily Express-ი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამეფო კლუბმა გადაწყვიტა არ დაიტოვოს ჩიჩარიტო და დაუბრუნოს წითელ ეშმაკებს, გამომდინარე იქიდან, რომ სამწვრთნელო შტაბი მისი ასპარეზობით უკმაყოფილოა.
წყარო: halamadrid.ge