ჩაქვში, ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ქალბატონი და 2 წლის ბავშვი დაიღუპა. მეორე მცირეწლოვანი, რომელიც 5 წლისაა, მძიმე მდგომარეობაშია.
გარდაცვლილები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის მაცხოვრებლები იყვნენ.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ტრაილერს დაეჯახა.
ავარიის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. "გურია ნიუსი" შემთხვევის დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.